საბაკალავრო პროგრამები

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი”

უნივერსიტეტ“ალტერბრიჯის” საბაკალავრო პროგრამები წარმოადგენენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს, რომელიც სტუდენტს ანიჭებს ბაკალავრის კვალიფიკაციას.

საბაკალავრო პროგრამაზე კრედიტების ჯამური რაოდენობაა 240 ECTS კრედიტი. საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები სტრუქტურულად განაწილებულია შემდეგი პრინციპით: 150 ECTS – ძირითადი კომპონენტის სასწავლო კურსები; 35 ECTS – თავისუფალი კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსები; 55 ECTS – თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსები.

საბაკალავრო პროგრამები

საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების აღწერა:

საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია მასობრივი კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფსიქოლოგიის დარგის ფართო სპექტრის სპეციალისტის მომზადება თეორიული და პრაქტიკული სწავლების მაქსიმალური შერწყმით.

საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს მასების მართვის ტექნოლოგიები, კომუნიკაციის როლი დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციაში, გარშემომყოფთა ქცევითი ანალიზი და სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია;

საბაკალავრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.