მასობრივი კომუნიკაცია - პროფესიების კრებული

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია მასკომუნიკაციის დარგის უახლესი მოთხოვნების გათვალისწინებით.ის მოიცავს როგორც თეორიული,ასევე პრაქტიკული და ტექნოლოგიური ცოდნა-უნარების შეძენას.

პროგრამის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:

  • ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას და ინიცირებას
  • სარეკლამო კამპანიების შემუშავებას და განხორციელებას
  • ინფორმაციის შექმნას,რედაქტირებას და გავრცელებას უახლესი ტექნოლოგიებით
  • შენ იქნები კარგი სტრატეგი ნებისმიერი კომპანიიისთვის, ორგანიზაციისთვის და შეძლებ ამოცანებიდან გამომდინარე ბრენდის სწორ პოზიციონირებას

მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის წლიური ღირებულებაა 4900 ლარი, პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებთ 20%–იან დაფინანსებას.

198 მასობრივი კომუნიკაცია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები:

  • ქართული ენა
  • უცხო ენა
  • ისტორია, მათემატიკა, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება
WhatsApp Image 2026-02-05 at 16.38.16(1)

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ

ფსიქოლოგიის პროგრამა

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია ეფუძნება უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას.

ჩვენი მიზანია მოვამზადოთ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მქონე ფსიქოლოგები, რომლებიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იქნებიან იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც პროფესიული, ასევე ტრანსფერული უნარ-ჩვევების და უცხო ენის ცოდნით და შეეძლებათ არამხოლოდ ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მასზე მორგება, არამედ აქტიური წვლილის შეტანა დარგის სამომავლო განვითარების პროცესში.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შესძინოს:

  • ფსიქოლოგიის დარგში თანამედროვე და ფუნდამენტური ცოდნა
  • განუვითაროს კვლევითი, კრიტიკული და პრაქტიკული უნარები
  • ჩამოუყალიბოს პროფესიული ეთიკის პრინციპები

შეუწყოს ხელი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და სწავლების შემდეგ საფეხურზე წარმატებით გაგრძელებას
კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ასევე, შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას მომიჯნავე სპეციალობით დასაქმებისთვის.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ

ბიზნესის ადმინისტრირება

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამა “ბიზნესის ადმინისტრირება” ეფუძნება უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას. იგი ორიენტირებულია, მოამზადოს შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანი კადრები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა დაფუძნებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. სასწავლო კურსები მაქსიმალურად ითვალისწინებს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს მიღებული ცოდნისა და უნარების რეალიზებასა და საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებას.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ

ბიზნესის ადმინისტრირება და ციფრული მენეჯმენტი

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება და ციფრული მენეჯმენტი“ შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან.

პროგრამა ორიენტირებულია ახალი ტიპის სპეციალისტის მომზადებაზე, რომელიც ფლობს როგორც ბიზნესის, ისე ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებულ ცოდნას.

პროგრამა შექმნილია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო სექტორში სპეციალისტისა და საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციებზე, ან წარმატებით დაიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.

ბიზნესის ადმინისტრირებისა და ციფრული მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კატალოგი

სტრატეგიული კომუნიკაცია

სტრატეგიული კომუნიკაცია

 ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამა სტრატეგიული კომუნიკაცია გაძლევთ ფართო პროფილის აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ორმხრივი სიმეტრიული კომუნიკაციის დასამყარებლად,  კონკრეტული საქმიანობის განსავითარებლად და ნდობის შესანარჩუნებლად.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით გრძელვადიან ხედვაზე ორიენტირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის  პროფესიონალი სტრატეგიული აზროვნების, ლიდერობისა და პასუხისმგებლობის კომპეტენციით.

პროგრამის სიძლიერეს წარმოადგენს გამოცდილებაზე დაფუძნებული კურიკულუმის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც აკადემიურ დონეზე თეორიული ცოდნის მიღებას ეთმობა 40 %, დამოუკიდებელ მუშაობას (თეორია + პრაქტიკა) 20% და პრაქტიკულ სწავლებას 40%. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ