როგორ გავანაწილოთ დრო ეფექტურად დისტანციური მუშაობის დროს
ალტერბრიჯისა და რადიო უცნობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუბრიკას „ალტერთემის“ საკითხებზე უძღვება ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, უმაღლესი აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელი, მაკო ჯაოშვილი.
სამოტივაციო შინაარსის რუბრიკა შეეხო აქტუალურ თემას – როგორ გავანაწილოთ დრო ეფექტურად დისტანციური მუშაობის დროს. მაკომ აღნიშნა, რომ ზომიერი რიტმის შენარჩუნება ხელს უწყობს ონლაინ ფორმატში რესურსების სწორ გამოყენებას და შედეგიან მუშაობას. გთავაზობთ, მის მიერ მოწოდებულ მარტივ რჩევებს:
🔹 გამოვყოთ სახლში მუშაობისთვის კომფორტული კუთხე, განიავების საშუალებით;
🔹 მოვემზადოთ ამ უჩვეულო გარემოში სამუშაოდ, თითქოს მივდივართ სამსახურში;
🔹 შევადგინოთ დღის განრიგი და ამოცანები პრიორიტეტებად გადავანაწილოთ;
🔹 აუცილებელია შუალედებში შევისვენოთ და მოვიწყოთ განტვირთვის საათი;
🔹 არ დაგვავიწყდეს მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, ასევე, სუფთა ჰაერზე გასეირნება;
🔹 Სახლის და სამუშაო კუთხის მოწესრიგებაც გვეხმარება განწყობის შენარჩუნებაში;
🔹 ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან ურთიერთობით შევივსოთ ემოციური ბანკი.