ირინა აღაპიშვილი

ვიცე-რექტორი

განათლება:

2021 წელს მიენიჭა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2009-2010 წლებში სწავლობდა ვენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე;

2008-2012 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე;

2004-2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე.

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლის მაისიდან იკავებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ვიცე-რექტორის პოზიციას;

2025 წლიდან არის სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP);

2013-2024 წლებში ეკავა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა საჯარო სამსახურის ბიუროში;

2022 წლიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2020 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში;

2020 წლიდან არის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ტრენერი;

2015-2024 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტების მენეჯერი;

2016-2020 წლებში ეკავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტის აკადემიური თანამდებობა;

2015-2018 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროსი;

2014-2017 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი; 2014-2017 წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2014-2015 წლებში ეკავა საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა;

2013-2014 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკოსი;

2012-2019 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

2014 წლიდან არის გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის სერტიფიცირებული ტრენერი და ტრენერთა ტრენერი – პროფესიული ეთიკა (2014), ზრდასრულთა სწავლების მეთოდები (2018); ლიდერობა და მენეჯმენტი (2018); სტრატეგიული კომუნიკაცია (2018) და ლიდერობა (2019);

2010 წელს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით გაიარა სტაჟირება გაეროს კოსმოსური კომიტეტის იურიდიულ ქვეკომიტეტში.

ენები:

ინგლისური, რუსული.

ელ-ფოსტა: i.aghapishvili@alterbridge.edu.ge