პანელური დისკუსია – თანამედროვე მასწავლებლის გამოწვევები
2022 წლის 8 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა „ალტერბრიჯმა“ უმასპინძლა საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის პედაგოგებსა და დირექტორებს პანელურ დისკუსიაზე:
21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევები სასკოლო განათლების სისტემაში & თანამედროვე სწავლების მეთოდები

დისკუსია ჩატარდა ინტერაქციულ-პანელურ რეჟიმში, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მასწავლებლის ჩართულობა მოსწავლის პროფესიის დაგეგმვა – არჩევაში, თანამედროვე მასწავლებლის გამოწვევები და სხვა საინტერესო თემები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:
გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი, ჰუმანიტარული აკადემიის დამფუძნებელი
პაატა ამონაშვილი – ჰუმანური პედაგოგიკის ასოციაციის პრეზიდენტი
ანი კუდუხაშვილი – მასწავლებლის სახლის ინოვაციური განათლების პროგრამის მენეჯერი
მარიამ დარბაიძე – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი
გოტა ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი
