
ნინო გოგინავა
ინგლისური ენის სპეციალისტი – საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტში.
ნინოს აქვს სამ წლიანი გამოცდილება ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორც შემომყვანი ტურების ორგანიზატორი. გარდა ამისა, 6 წლის განმავლობაში იგი აქტიურად ამზადებდა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ინგლისურ ენაში.
2018-2019 წლებში მუშობდა საქართველოს უნივერსიტეტის კერძო „იუჯი სკოლაში“. 2020 წლიდან არის ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC – ის ადგილობრივი კომიტეტის IGV – გლობალურ მოხალისეთა გუნდის წევრი.
2021 წელს ნინომ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციაზე ყაზახეთში, კონფერენციის თემათიკა : „უცხო ენების გამოყენების სპეციფიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში“.
ამჟამად ნინო მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ინგლისური ენის მოწვეული ლექტორია.