10686925_865249286839855_6911075412440705649_n (2)

ირმა ნოზაძე

მოწვეული სპეციალისტი

დაბადებული 1970 წლის 2 ნოემბერს. დაოჯახებული. პროფესიით გერმანული ენის პედაგოგი, ფილოლოგი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. ივ. ჯავახიშვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

 27 წლიანი გერმანული ენის პედაგოგიური სტაჟით.  1995 წლიდან   გერმანული ენის ლექტორი „ ჰუმანტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში“, „ ქართულ- ევროპულ უმაღლეს საწავლებელში“  და გერმანული ენის პედაგოგი „ქართულ სასწავლებელში“ და  მოკლევადიანი ხელშეკრულებით თბილისის 183-ე  საჯარო სკოლაში.

 გავლილი მაქვს პროფესიული ტრენინგები და პრაქტიკული კურსები  გერმანული ენის   სწავლების  უახლესი მეთოდების შესახებ  საქართველოსა და გერმანიაში.

2010 წელს  გავიარე გადამზადება უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკარების კურსზე,  საქარველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაში.

2011 წლიდან, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობით, ჩემს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ბიბლიოთეკის  ფონდებისა და მენეჯმენტის ეფექტური სტრუქტურები „ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში“, უნივერსიტეტ „ მილენიუმსა“ და   მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“.

მეამაყება, რომ  2019 წლიდან  შემოვუერთდი „ალტერბრიჯის“ გუნდს და  თან მოვიტანე ჩემი უმაღლეს სასწავლებლებში საქმიანობის დროს  დაგროვებული მრავალწლიანი გამოცდილება.

სხვა წევრები