thumbnail__IG_2266

გიორგი კალატოზიშვილი

მოწვეული სპეციალისტი

გიორგი კალატოზიშვილი – რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი და კონსულტანტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი. აქვს საკონსულტაციო ბიზნესში და PR-ში მუშაობის 17 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. გიორგი არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) კურსდამთავრებული ქოუჩი. 2011 წელს გაიარა The MGI Management Institute-ის და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) სასერტიფიკატო პროგრამა კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2014-2015 წწ. იყო PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“, ხოლო 2018 წელს ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს. 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში. 2011–2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს გორის სასწავლო უნივერსიტეტში, 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2021 წელს „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას“ საქართველოს უნივერსიტეტში. დღემდე მართავს ტრენინგებს და ლექციებს ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (ანტიკრიზისული პიარი), „კავკასიის უნივერსიტეტი“ (პიარის სტრატეგია და ტაქტიკა / კრიზისული კომუნიკაციები), „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში – ალტერბრიჯი“ (კრიზისული კომუნიკაციები), “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU, ეფექტური კომუნიკაცია), “ევროპის ბიზნეს სკოლა” (ESB, კრიზისების მართვა)

სხვა წევრები