DSC_0757

ანა ღვინიანიძე

მოწვეული სპეციალისტი

ანა ღვინიანიძე ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიების საზოგადოების (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ – ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტია. ის კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას ეწევა 2016 წლიდან, ხოლო ფსიქოსაგანმანათლებლო ფსიქოკონსულტირების პრაქტიკას − 2013 წლიდან. 

2020 წელს ანა მონაწილეობდა საქართველოს კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოებისა (სკბთს) და პლატფორმა „ღია“ – ს ერთობლივ ფსიქოსაგანმანათლებლო პროექტში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა მოსახლეობის ფსიქოგანათლებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID – 19 – ის გავრცელების გავლენისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 

2020 წლის სექტემბრიდან ანა თანამშრომლობს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმასთან – EKIMO. 

2020 წლიდან ანა კითხულობს ლექციებს კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპიის შესახებ აზროვნების აკადემიის კურსის – ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი – ფარგლებში. 

ფსიქოთერაპიული საქმიანობის გარდა, ანა არის საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების მიერ შექმნილი სხვადასხვა ფსიქოსაგანმანათლებლო წყაროს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. 

ანა თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან როგორც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ტრენერი. 

ანა არის ელექტრონული ჟურნალის – mastsavlebeli.ge და ჟურნალ „მასწავლებლის“ სტატიების ერთ – ერთი ავტორი. 

ანა 2013 წლიდან ეწევა ფსიქოსაგანმანათლებლო საქმიანობას ობსესიურ – კომპულსიური აშლილობის და მონათესავე აშლილობების შესახებ. 

სხვა წევრები