სოფიკო ჯვარშეიშვილი
განათლება:
2010 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი;
2004–2006 წლებში გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები მიუნხენში (აუგსბურგის უნივერსიტეტის DSH სერტიფიკატი და მიუნხენის გოეთეს ინსტიტუტის Test DaF სერტიფიკატი, 2006);
1996–2001 წლებში დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის ფაკულტეტი და მიენიჭა გეოგრაფიის მაგისტრის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება:
2024 წლის ნოემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობის გამოცემათა ინგლისურენოვანი რედაქტორი;
2024 წლის 15 აპრილიდან – 15 ივლისამდე იყო DAAD-ის პროექტის „როგორ მართოთ გეოპარკები? გეოტურიზმის მენეჯმენტი სამხრეთ კავკასიაში“ სტიპენდიანტი და ასევე მეცნიერ თანამშრომელი იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტში, გისენი (გერმანია);
2023 წლის დეკემბრიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, თსუ-ის და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „რაჭის სოფლის დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები“ კოორდინატორი;
2021 წლის ივნისიდან დღემდე არის მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ასისტენტი;
2018 წლის ნოემბრიდან არის თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერი;
2018 წლის თებერვლიდან – 2024 წლის დეკემბრამდე იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი;
2019 წლის ივნისი – 2020 წლის ივლისი იყო ნიუ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ინგლისურენოვანი ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი;
2019 წლის იანვარი – 2019 წლის ივნისი იყო ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) პროგრამის ხელმძღვანელი;
2016–2019 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2016–2019 წლებში (იანვრამდე) იყო ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პედაგოგი;
2011–2018 წლებში იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი;
2016 წელს FAO-EBRD ერთობლივ პროექტში „საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება მერძევეობის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ მუშაობდა ბაზრის სპეციალისტად/ეროვნულ კონსულტანტად;
01.07.2011 – 01.06.2017 წლებში იყო თსუ-სა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ მენეჯერი (DAAD პროექტის ფარგლებში).
აკადემიური მობილობა:
03.03.2017 – 21.05.2017 – ERASMUS+ სტიპენდიანტი; კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), მოწვეული ლექტორი (სამუშაო ენა: ინგლისური);
23.10.2017 – 28.10.2017 – ERASMUS+ სტიპენდიანტი; აფიონ ქოჩათეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი), მოწვეული ლექტორი (სამუშაო ენა: ინგლისური);
09.11.2018 – 30.11.2018 – ERASMUS+ სტიპენდიანტი; ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მოწვეული ლექტორი (სამუშაო ენა: ინგლისური).
ტრენინგები (ბოლო 10 წელი):
2024 – „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი და მდგრადი გადაწყვეტილებები“; „SAP“ ტრეინინგი;
2023 – „პლაგიატი და მეცნიერება“; „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება“;
2021 – „როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისათვის“;
2019 – „თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში“;
2018–2014 წლების პერიოდში – სხვადასხვა კურსები სოციალური პოლიტიკის, ინტერკულტურული მენეჯმენტის, რეგიონული ინტეგრაციის, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისა და პროდუქტიულობის/ეფექტურობის ანალიზის მიმართულებით (ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია და სხვა).
სამეცნიერო პუბლიკაციები (ბოლო 5 წლის განმავლობაში):
2025 – „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ზემო რაჭაში: ადგილობრივი თემის ხედვა“ (ქართული გეოგრაფიული ჟურნალი);
2025 – „კახეთის რეგიონის წიგნი / გეოგრაფიული ატლასი“;
2023 – „პანდემიის ორი წელი (საქართველოს პერსპექტივები)“;
2023 – „საერთაშორისო მობილობა როგორც პერსპექტივა საქართველოდან ახალგაზრდა კურსდამთავრებულებისთვის: დასაქმების ანალიზი გერმანიის სამუშაო ბაზრისთვის“;
2022 – „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განვითარების ტენდენციები“;
2022 – „აღმოსავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დემოგრაფიული პრობლემები“;
2021 – „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი“;
2021 – „საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ახალი გამოწვევების წინაშე გლობალური პანდემიის პირობებში“.
ენები:
რუსული (C2); ინგლისური (C1); გერმანული (C1); ფრანგული (A1).
კომპიუტერული უნარები:
Word, Excel, SPSS, Illustrator, ArcGIS, PowerPoint, Internet Explorer, Photoshop.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: sofiko.dzhvarsheishvili@tsu.ge
ქართული
English