სოსო დოლიძე
სოსო დოლიძე
განათლება:
2018 წლიდან დღემდე სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ფსიქოლოგიის ინტერდისციპლინირებული სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტი);
2012-2016 წლებში დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
2006-2010 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სოციალური სამუშაოს საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
2021 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაცია „ტეღ დეზ ომმ“ – პროგრამის მენეჯერი (ფსიქოსოციალური პროგრამების მენეჯმენტი);
2020 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
2020 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (იურიდიული ფსიქოლოგია; კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია – ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ჯგუფები);
2018 წლიდან დღემდე არის ფსიქოთერაპევტი – კერძო პრაქტიკა (ფსიქოთერაპია/ფსიქოკონსულტაცია);
2017 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსები: კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანთან ფსიქოლოგიური მუშაობის თეორიული და კლინიკური ასპექტები; შესავალი კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანთან ფსიქოლოგიურ მუშაობაში; ასევე სემინარები განათლების ფსიქოლოგიაში);
2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანი და მასთან ფსიქოლოგიური მუშაობა; სოციალური სამუშაოს თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები);
2018 წლიდან დღემდე არის ასოციაცია „ფსიქოლოგები მართლმსაჯულებისთვის“ – თავმჯდომარე;
2019-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში – ექსპერტული მულტიდისციპლინარული ჯგუფის ფსიქოლოგი წევრი;
2015-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრში – ფსიქოლოგი;
2014-2015 წლებში გაიარა საუნივერსიტეტო სტაჟირება პარიზში (მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრი; ასოციაცია „ფარანდოლი“/„მწვანე სახლი“) – ფსიქოლოგი.
სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა:
2021 წელს წარმოადგინა ნაშრომი თემაზე: „ქართული კრიმინალური სუბკულტურა და ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმები“;
მონაწილეობდა კონფერენციებსა და პროფესიულ ღონისძიებებში, მათ შორის: ახალგაზრდული მუშაობა რადიკალიზაციის წინააღმდეგ (ვალეტა, მალტა), ევროპის ფსიქოტრავმის საზოგადოების საზაფხულო სკოლა ფსიქოტრავმატოლოგიაში (თბილისი), ასევე ერასმუს+ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში ლექციების წაკითხვა (პარიზი; რუჟომბეროკი).
პროფესიული გაერთიანებების წევრობა:
2006 წლიდან – ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“;
2013 წლიდან – საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;
2016 წლიდან – ტრავმატული სტრესის სწავლის ევროპული საზოგადოება.
ენები:
ქართული (მშობლიური), ინგლისური (B2), ფრანგული (დამწყები/A1).
კომპიუტერული უნარები:
Microsoft Office, Adobe Photoshop, Python.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 593 60 27 51
ელ-ფოსტა: sosodolidze@gmail.com
ქართული
English