demo_image

ნინო ქიტოშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება: ნინო ქიტოშვილმა 2024 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე, დოქტორის აკადემიური ხარისხი. ასევე ფლობს ორი სამაგისტრო ხარისხს: სამართალში (საქართველოს უნივერსიტეტი, 2016) და გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიაში (თსუ, 2013). 2007–2011 წლებში დაამთავრა თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა

სამუშაო გამოცდილება: 2024 წლიდან ნინო ქიტოშვილი ასოცირებული პროფესორის თანამდებობას იკავებს Alterbridge University-ში. იგი ასევე ასოცირებული პროფესორია Alte University-სა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2023 წლიდან არის Bunebare Forest Kindergarten-ის ტრენერი და მკვლევარი.

გარდა ამისა, იყო საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი (2023–2024), არის საქართველოს უნივერსიტეტში ასისტენტი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტში ტრენერი, კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი და სხვა. პროფესიული საქმიანობის საწყის ეტაპზე მუშაობდა ფსიქოლოგად სასჯელაღსრულების სისტემასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მეცნიერული საქმიანობა და გრანტები: ნინო ქიტოშვილი არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევითი პროექტისა და გრანტის ავტორი და ხელმძღვანელი. მიღებული აქვს Rustaveli Foundation-ის, საქართველოს უნივერსიტეტისა და ეროვნული უნივერსიტეტის კვლევითი გრანტები, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო მოგზაურობის გრანტი.

მისი კვლევები მოიცავს კრიმინოლოგიას, სოციალური და იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხებს, ადრეული და სასკოლო განათლების ალტერნატიულ მეთოდებს, გენდერულ კვლევებს და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ-იურიდიულ ასპექტებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო სტატიასა და საკონფერენციო ნაშრომის.

აკადემიური ჩართულობა: ნინო ქიტოშვილი არის International Association for Cross-Cultural Psychology (IACCP) წევრი და რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის მიმომხილველი. აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კოლეგებთან, მათ შორის აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებთან.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:  ninoqitoshvili@gmail.com

სხვა წევრები