demo_image

ნანა ჩაჩუა

აფილირებული/ ასოცირებული პროფესორი

ნანა ჩაჩუა

განათლება:
1964-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე (ფსიქოლოგიის სპეციალობა);
1975 წელს გაიარა ფილოსოფიის ინსტიტუტის საკანდიდატო მინიმუმი;
1995 წელს მიიღო ნეიროლინგვისტური პროგრამის (NLP) სერტიფიკატი;
1999 წელს მიიღო კონფლიქტის ფსიქოლოგიის სერტიფიკატი.

სამუშაო გამოცდილება:
2007 წლიდან დღემდე არის „ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური ცენტრი“-ს დამაარსებელი და ფსიქოლოგი (ცენტრი არის ეგზისტენციალური ანალიზისა და ლოგოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი);
2007-2020 წლებში ამავე ცენტრში მუშაობდა როგორც დირექტორი და ფსიქოლოგი;
2020 წლიდან დღემდე არის HUPPY (მობილური აპლიკაცია მშობლებისთვის) – ფსიქოლოგ-კონსულტანტი;
2019 წლიდან დღემდე არის REDMED (ქართული სამედიცინო პლატფორმა) – ფსიქოლოგ-კონსულტანტი (ვიდეო და სატელეფონო კონსულტაცია);
2014 წელს იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სამეცნიერო პუბლიკაციები (ბოლო 10 წლის განმავლობაში):
2018 – „გაყოყოჩებული ცნობიერება ანუ აპოკალიპსი დღეს“;
2018 – „მიწა, წყალი და შიმშილი“;
2017 – „კაცობრიობის მარადიული საცხოვრისი…“;
2017 – „დასრულებული და დაუსრულებელი ფაშიზმი“;
2016 – „როზეტა“;
2014 – „რა არის განწყობის თეორია და როგორ უნდა შევიქმნათ განწყობა?“

ტრენინგები / საჯარო აქტივობები (ამონაწერი):
2019 – „აგრესია და ოჯახური ძალადობა“ (თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
2019 – „მშობელთა ტრენინგი“ (PR აკადემიაში);
2018 – ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაცია და ემოციის მართვა“ (ჯეოჰოსპიტალი);
ასევე მონაწილეობა/ჩართულობა სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებში (World Vision საქართველო; SOS ბავშვთა სოფელი და სხვ.).

ენები:
ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.

კომპიუტერული უნარები:
Microsoft Word.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: nchachua@yahoo.com

სხვა წევრები