demo_image

ნათია გოცაძე

აფილირებული/ასოცირებული პროფესორი

განათლება:

2015 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

1998-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე;

1992-1996 წლებში სწავლობდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება:

2019 წლიდან დღემდე იკავებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორის პოზიციას;

2015-2022 წლებში ეკავა ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია;

2019-2021 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს კონსულტანტი/კომუნიკაციის ექსპერტი საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში;

2012-2019 წლებში იყო საგანმანათლებლო ცენტრი ,,PR აკადემიის“ დამფუძნებელი/დირექტორი;

2017-2018 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს კომუნიკაციის მოწვეული ექსპერტი;

2012-2013 წლებში ეკავა სადაზღვევო კომპანია ,,სტანდარტდაზღვევა საქართველოს” PR-ისა და მარკეტინგის დირექტორის პოზიცია;

2011-2012 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „ნიუ ენერჯის“ კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი;

2011 წელს დააფუძნა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების კომპანია ,,ბლუბირდ”;

2010 -2016 წლებში იყო ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (PRSA) წევრი;

2011-2013 წლებში ეკავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის კურსის ტრენერის პოზიცია;

2006-2011 წლებში იყო ,,თიბისი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

 

ენები:

ინგლისური, რუსული.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: n.gotsadze@alterbridge.edu.ge

სხვა წევრები