demo_image

მარიამ გვილავა

ასისტენტ-პროფესორი

განათლება:

2024 – დღემდე სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამაზე, სპეციალობა ფსიქოტრავმატოლოგია;

2023–2025 წლებში გაიარა სპეციალიზაცია იტალიის რაიხიანული ანალიზის ასოციაციაში და მიიღო სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია;

2021 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2013 – 2015 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურზე – მიენიჭა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი;

2003 – 2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურზე – მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;

სამუშაო გამოცდილება:

2019 წლიდან დღემდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, იკავებს მთავარი ფსიქოლოგის პოზიციას;

2022 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას უნივერსიტეტ ალტერბრიჯში;

2022 წლიდან არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ასოცირებული პროფესორი;

2021 წლიდან არის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის (SEU) ასოცირებული პროფესორი;

2016 – 2019 წლებში ეკავა ფსიქოლოგის პოზიცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში;

არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და თანაავტორი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და სისტემატურად გადის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებსა და ტრენინგებს, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ.

 

ელ-ფოსტა: m.gvilava@alterbridge.edu.ge

სხვა წევრები