მაკო ჯაოშვილი
განათლება:
2020 – IDC ფსიქოთერაპიის საგანმანათლებლო ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამა პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ერთწლიანი საბაზისო სასწავლო კურსი – ფსიქოკონსულტანტის სტატუსი;
1996 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხთან გათანაბრებული წოდება, Ph.D;
1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოქიმიის მიმართულებით;
1984 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი – ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის სტატუსი.
სამუშაო გამოცდილება:
2025 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორის რანგში, ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კურსს;
2019 წლიდან დღემდე არის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო და სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ალტერბრიჯის ბაზაზე არსებული ტრენინგ-ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი და მენტორი.
2022 წლიდან ხელმძღვანელობდა ალტერბრიჯის კვლევით-შემოქმედებით ცენტრს.
2022-2019 წლებში ეკავა ალტერბრიჯის ვიცე რექტორის თანამდებობა სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.
2020 წლიდან დღემდე არის პიარასოციაციის თანდამფუძნებელი და პრეზიდენტი.
2021-2015 წლებში ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლიდა მოლაპარაკების ხელოვნებისა და ბიზნესეთიკის მართვის კურსებს.
2018 – 2012 წლებში თანამშრომლობდა PR აკადემიასთან ტრენერის რანგში;
2015 -2018 წლებში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო განათლების ცენტრს.
2017-2014 წლებში ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს /პროფესიულ სასწავლებელში: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი (ჯიპა); ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
2014 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, როგორც დრგის ექსპერტი.
2011 წელს დააფუძნა ღონისძიების მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო კომპანია “სევენთ.”
2008-2012 წლებში ეკავა ბოულინგცენტრალის მმართველის თანამდებობა და იყო ბოულინგის ფედერაციის თანადამფუძნებელი.
2004-2008 წლებში ხელმძღვანელობდა ჰოლდინგ “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
2007 წლიდან დღემდე ახორციელებს სატრენინგო მომსახურებას შემდეგი მიმართულებით: პიროვნების როლი ორგანიზაციის განვითარებაში, ეფექტიანი წარდგენის უნარ-ჩვევები, დროის და ენერგიის მართვა ქართული/ინგლისური), პიროვნული განვითარება და გუნდურობა, დარწმუნების ხელოვნება და თვითმოტივაცია. ადამიანების პოლიტიკა და ცვლილებების მართვა, ფასილიტაციის ტექნიკება (ინგლისურენოვანი), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების მიდგომები, ეფექტიანი შიდა საკომუნიკაციო სტრატეგია (ინგლისურენოვანი), საჯარო მოხელის პიროვნული კომპეტენციების და ზოგადმენეჯერული უნარების განვითარება დიზაინ აზროვნების მეთოდოლოგიით.
ენები: ინგლისური, რუსული; იტალიური
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: m.jaoshvili@alterbridge.edu.ge
ქართული
English