
მარინე ლომიძე
მარინე ლომიძე – ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი. მუშაობს მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემებზე. არის ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, საკვალიფიკაციო ნაშრომების ექსპერტი, სამეცნიერო კრებულებისა და სახელმძღვანელოების რედაქტორი და რეცენზენტი, ავტორი 6 მონოგრაფიისა და არაერთი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიისა, ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების წევრი, სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატი.