demo_image

თეა ლათიფაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება:

  • 2012 წელს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის  დოქტორის აკადემიური ხარისხი.
  • 2002-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.
  • 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის მხარის(სიღნაღის) ფილიალის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამაზე.

სამუშაო გამოცდილება:

  • 2022 წლის სექტემბრიდან იკავებს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აფილირებული ასოცირებული პროფესორის პოზიციას.
  • 2021 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • 2019 – 2022 წლებში იყო შპს უმაღლესი სასწავლებელი მილენიუმის პროფესორი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
  • 2016-1019 წლებში  შპს ქართულ-ევროპული უმაღლეს სასწავლებელში იკავებდა ასოცირებული პროფესორისა და მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას.
  • 2014-2016 წლებში იყო შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული ლექტორი.
  • 2009-2018 წლებში ეკავა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა.
  • 2008-2009 იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • 2006-2009 წლებში იყო თელავის რეგიონული ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ჟურნალისტი, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.
  • 2004-2005 წლებში ეკავა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული მასწავლებლის თანამდებობა.
  • 2004 წელს მუშაობდა გაზეთ „კვირის ქრონიკის“ შტატგარეშე კორესპონდენტად.
  • 2002 წელს იყო გაზეთ „დილის გაზეთის“ შტატგარეშე კორესპონდენტი.

ენები:

ინგლისური B1

რუსული B2

ლ-ფოსტა: tea_latipashvili@yahoo.com

 

სხვა წევრები