თამთა ჰაგერი
განათლება
- 2021 – მიენიჭა მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
- 2015–2017 –სწავლობდ ამასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
- 2008–2012 –სწავლობდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში(სდასუ)
სამუშაო გამოცდილება:
- 05.05.2024 – დღემდე – არის ასოცირებული პროფესორი – უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“
- 15.09.2022 – დღემდე – არის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი – უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“
- 05.05.2021 – 05.05.2024 – იყო აფილირებული ასისტენტ-პროფესორი – უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“
- 01.01.2021 – 05.08.2022 –იყო კომუნიკაციის სპეციალისტი – ჩეხური კომპანია „ნექსვარმისთვის’’
- 2021 – იყო ბლოგერი-ჟურნალისტი – „კედარი ვენჩერსი“
- 02.08.2019 – 27.01.2020 – იყო მედიაწიგნიერების ტრენერი – Asociatia Comunitati Pentru Tineret, კრაიოვა, რუმინეთი (ESC პროექტი)
- 2019 – ეკავა პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა – ADM GROUP
- 2018 – ეკავა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა – საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა
- 2017 – იყო წამყვანი – რადიო „კომერსანტი“
პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსი (დროის მართვის,კრიზისების მართვის და NLP პროგრამირების მოდულებით) გავლილი აქვს ომენში,ჰოლანდიაში.
ჩართულია არაფორმალურ განათლების პროექტებში და არის ერასმუსის საერთაშორისო პროექტების-ახალგაზრდული გაცვლა/ტრენინგები ფასილიტატორი/ ტრენერი.
საერთაშორისო პროექტები,რომელშიც ჩართული იყო როგორც მონაწილე,ან ფასილიტატორი და ტრენერი გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და მიმართული იყო ახალგაზრდების წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევების, სოციალური საჭიროებებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ. ინიციატივები მოიცავდა სხვადასხვა მიმართულებას, დაწყებული მედიის კრიტიკული ანალიზით და ინფორმაციული წიგნიერებით, დასრულებული ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობითა და ახალგაზრდების სამოქალაქო გააქტიურებით. პროექტები განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:მალტა,ესპანეთი,თურქეთი,გერმანია,ჩეხეთი,საბერძნეთი,კვიპროსი,ირლანდია,უნგრეთი,უკრაინა,აზერბაიჯანი,ლიტვა,ბულგარეთი,სომხეთი და სხვა. შეეხებოდა ისეთ საკითხებს,როგორიცაა:
- მედიაწიგნიერება და ინფორმაციის სანდოობა, მათ შორის ფეიქ ნიუსისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტ-ჩექინგის მნიშვნელობა, მედიის გავლენა ახალგაზრდებზე და მედიისადმი ნდობის საკითხები;
- ფსიქო-სოციალური და მენტალური ჯანმრთელობა, რაც მოიცავდა ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების გააზრებას, გამოფიტვის (burnout) პრობლემატიკას და მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას;
- ეკოლოგიური ცნობიერება და მდგრადი განვითარება, მათ შორის გარემოს დაცვა, რისაიქლინგი და ეკო-მეგობრული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- ინკლუზია და კულტურული მრავალფეროვნება, რომელშიც ხაზგასმით იყო წარმოდგენილი მიგრანტთა ისტორიების გაჟღერება, ხელოვნების გამოყენება ადამიანის უფლებებისათვის;
- სამოქალაქო და სოციალურ აქტივიზმზე დაფუძნებული ინიციატივები, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება;
- განათლება, დასაქმება და ახალგაზრდული განვითარება, სადაც ყურადღება გამახვილდა დასაქმების რესურსებზე, ანტრეპრენერობის ხელშეწყობაზე, ტრენერთა ტრენინგებზე (T.O.T.) და ციფრული მუშაობის შესაძლებლობებზე ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში;
- ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდები და ტრენინგები, მათ შორის კრიზისების კომუნიკაცია და თხრობის (storytelling) უნარის განვითარება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის.
ენები:
ინგლისური,ჩეხური,რუსული.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქართული
English