demo_image

თამარ გველესიანი

ასოცირებული პროფესორი

განათლება:

2022 წელს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2018 წელს ერასმუს მუნდუსის სადოქტორო გაცვლითი პროგრამით სწავლობდა გრანადის უნივერსიტეტში;

2015-2017 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე;

2014-2015 წლებში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე;

2011-2015 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე.

 

სამუშაო გამოცდილება:

2025 წლიდან არის უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ასოცირებული პროფესორი;

2024 წლიდან არის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მონიტორინგისა და შეფასების რეგიონული მენეჯერი;

2024 წლიდან იკავებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობას;

2024 წლიდან არის Blomeyer & Sanz-ის ადგილობრივი მკვლევარი და შემფასებელი;

2022 წლიდან არის ევროპის საბჭოს ადგილობრივი კონსულტანტი და მკვლევარი;

2018-2024 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;

2018-2025 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;

2018-2024 წლებში ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტი;

2017-2018 წლებში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი;

2015-2017 წლებში სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მკვლევარი/ინტერვიუერი.

ელ-ფოსტა: t_gvelesiani@yahoo.com

სხვა წევრები