picture

ზაზა ქოიავა

აფილირებული/ ასოცირებული პროფესორი

2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციით. 2007 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო საგარეო ურთიერთობების სახელმწიფოებრივი მართვის მაგისტრის ხარისხი.

2014 წელს ზაზა ქოიავამ წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ის გავლილი აქვს შემდეგი პროფესიული კურსები:

  1. NLP ფასილიტატორთა ტრენინგი (2013)

  2. TOT – ტრენერების ტრენინგი (2013)

  3. NLP Coaching (2015)

  4. NLP REM-Decoding Coaching (2017)

2009 წლიდან ზაზა ქოიავა მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე. 2012 წლიდან ასწავლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წლიდან — საქართველოს უნივერსიტეტში. 2020 წლიდან ასწავლის უნივერსიტეტ ალტერბრიჯში. მისი სალექციო კურსებია: ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მენეჯმენტის საფუძვლები და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP).

2016–2017 წლებში იგი მუშაობდა „ორიგინალი ჯგუფის“ რესტორნების ქსელის აღმასრულებელ მენეჯერად. ამჟამად ზაზა ქოიავა არის ნამცხვრის სახლი AZZATO-ს აღმასრულებელი მენეჯერი.

სხვა წევრები