ვაჟა დანელია
განათლება:
1969 წელს დაამთავრა სენაკის რაიონის სოფელ ძველისენაკის საშუალო სკოლა;
1977 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის სპეციალობით);
1980 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი;
1982 წელს გაიარა თსუ-ში ჟურნალისტიკის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები;
2004 წელს დაამთავრა ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა);
2020 წელს სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (მასობრივი კომუნიკაცია);
2020 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
1980 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში (ამჟამად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ქართული ენა და ენის სწავლების მეთოდიკა; აკადემიური წერა;
1998–2006 წლებში გარდაბანში აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ასწავლიდა ქართულ ენას;
2001 წელს ჯავახეთის რეგიონის სომხური მოსახლეობისთვის ასწავლიდა ქართულ ენას;
2003–2004 წლებში საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ჰქონდა არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების ტელეკურსი;
2009–2010 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას;
1970–1974 წლებში თანამშრომლობდა სენაკის რაიონულ გაზეთ „კოლხეთში“;
1973–1985 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტსა“ და „მოლოდიოჟ გრუზიაში“;
1976 წლიდან დღემდე თანამშრომლობს გაზეთ „ლელოში“;
1995–1996 წლებში იყო ჟურნალ „საქართველოს ტელეკომუნიკაციის“ პასუხისმგებელი რედაქტორი;
1996–1997 წლებში იყო გაზეთ „დილის გაზეთის“ სპორტის განყოფილების რედაქტორი;
1997 წლიდან არის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი;
2008 წლიდან არის გაზეთ „ლელოს“ კორესპონდენტი;
2015–2017 წლებში იყო ჟურნალ „საჭადრაკო სამყაროს“ რედაქტორი;
2019 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) მიწვეული სპეციალისტი სპორტის ჟურნალისტიკასა და აკადემიურ წერაში;
2021 წლიდან არის მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ პროფესორი;
2022 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ასოცირებული პროფესორი (აკადემიური წერა; წერითი და ზეპირი კომუნიკაციები);
2022 წლის 20 იანვრიდან არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აკადემიკოსი).
სამეცნიერო/შემოქმედებითი საქმიანობა:
1982–2024 წლებში გამოქვეყნებული აქვს 36 სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობდა 19 სამეცნიერო კონფერენციაში;
2002 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 20 წიგნი, მათ შორის 15 – სპორტის თემაზე (ასევე სამეცნიერო კრებული „სპორტის ჟურნალისტიკის საკითხები“ და მხატვრული კრებულები).
ჯილდოები და აღიარება:
2002 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“;
2002 წელს სეოკ-მა წლის საუკეთესო სპორტის ჟურნალისტად დაასახელა;
2004 წელს იყო ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ჟურნალისტად მივლინებული;
2013 – სერგეი მესხის სახელობის პრემია;
2014 – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება;
2015 – ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია;
2017 – საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება;
2018 – სენაკის საპატიო მოქალაქე;
2021 (15 მაისი) – ბერლინის მესამე საერთაშორისო ფესტივალის „გაზაფხულის ზმანებები“ დიპლომი (ნოველა „დედა“);
2022 – სეოკ-ის სპეციალური პრიზი ოლიმპიზმის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
სერტიფიკატები/ტრენინგები:
2023 (27–29 ოქტომბერი, თელავი) – ტრენინგი „კვლევის მეთოდები მეცნიერებაში“;
2016 (1–3 აპრილი, ბორჯომი) – ოლიმპიური მედიასემინარი (ევროპის ოლიმპიური კომიტეტები/სეოკ);
„წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისთვის“ (წკკა);
ტრენინგპროგრამა: „ევროპული საგანმანათლებლო სივრცის საკვალიფიკაციო მოდელი და უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სისტემა“;
ტრენინგი: „2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროგრამა“.
ენები:
ქართული; რუსული; ინგლისური (ნაწილობრივ).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: vajadanelia@gmail.com
ქართული
English