demo_image

გიორგი სიხარულიძე

აფილირებული პროფესორი

გიორგი სიხარულიძე

განათლება:
2015 წლიდან დღემდე არის ლეიდენის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრის (LUMC, ნიდერლანდები) დოქტორანტი;
2017-2018 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტურაზე და მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის (PhD) აკადემიური ხარისხი;
2008-2017 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში;
2002-2005 წლებში გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა ფსიქიატრიაში და მიენიჭა ფსიქიატრის კვალიფიკაცია;
1994-2001 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:
2019 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სრული პროფესორი;
2018 წლიდან არის ნატოს (NATO) პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისათვის და უსაფრთხოებისათვის“ ფარგლებში ტერორიზმით გამოწვეული სტრესის რისკის მართვის გაიდლაინზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრი;
2018 წლიდან იყო/არის მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალის (MGH) მკვლევარი;
2017 წლიდან არის სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი;
2014-2017 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
2014 წელს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს უფროსი;
2012-2016 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
2011-2014 წლებში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“-ს თანადამფუძნებელი და უფროსი ფსიქიატრი;
2009-2011 წლებში იყო „მენტალვიტა“-ს თანადამფუძნებელი და ექიმი-ფსიქიატრი;
2007-2009 წლებში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „სონოკურმედი“-ს ექიმი-ფსიქიატრი;
2006-2007 წლებში იყო საქართველოს ექიმთა ასოციაციის სასერტიფიკაციო კომისიის წევრი;
2006-2007 წლებში იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის ექიმი-ფსიქიატრი და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიის წევრი;
2005-2011 წლებში იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

საკვალიფიკაციო კურსები / ტრენინგები:
გაიარა კლინიკური კვლევების კურსები (Good Clinical Practice – NIDA CTN; ICH-GCP), კლინიკური კვლევების შემფასებლის ტრენინგი (MGH), ბიოსტატისტიკის კურსი (LUMC), EMDR ტრენინგი, rTMS კურსი (Brainclinics, ნიდერლანდები), ასევე სუიციდის რისკის შეფასებისა და მართვის და ფსიქოფარმაკოთერაპიის მიმართულებით არაერთი საერთაშორისო პროგრამა/სასწავლო კურსი.

სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა:
ბოლო 10 წლის განმავლობაში აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები და მოხსენებები პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD), კომორბიდობის, მედაციისა და სომატური ჩივილების თემებზე; ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემებში (მათ შორის Journal of Traumatic Stress და Georgian Medical News), ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში (ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესი/European Psychiatry; World Congress of Psychiatry და სხვ.).

ენები:
ინგლისური (B2), რუსული.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: gsikharulidze@gmail.com

სხვა წევრები