გიორგი კალატოზიშვილი
გიორგი კალატოზიშვილი
მოწვეული ლექტორი
განათლება:
1996 – 2004 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 2004 წელს მიენიჭა კინომცოდნის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლიდან არის რეპუტაციის მართვის კომპანიის „მაინდერი“ დამფუძნებელი და მმართველი.
2022 – 2023 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ასწავლიდა სტრატეგიული კომუნიკაციის საფუძვლებს.
2020-2022 წლებში იყო „აზროვნების აკადემიის“ მოწვეული ლექტორი და ასწავლიდა ეფექტურ კომუნიკაციას.
2020 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ასწავლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას და ტაქტიკას და კრიზისების მართვას. 2024 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2019 წლიდან დღემდე არის “ევროპის ბიზნეს სკოლის“ (ESB) ტრენერი და ასწავლის კრიზისების მართვას, სტრატეგიულ პიარს და ეფექტურ კომუნიკაციებს CEO-ტოპ-მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.
2019 წლიდან დღემდე არის “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ (GAU) ტრენერი, პროექტის მენეჯმენტის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამაზე (PMC), ხოლო 2025 წლიდან არის „გაუ თბილისის პიარ სკოლის“ მოწვეული ლექტორი „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების“ სასერტიფიკატო პროგრამაზე და ასწავლის კრიზისულ კომუნიკაციებს.
2018 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ასწავლის ანტიკრიზისულ პიარს.
2018 წელს იყო მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯი” მოწვეული ლექტორი და ასწავლიდა კრიზისების მართვას.
2018 წელს იყო საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის (სნეპ) სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
2016 – 2018 წლებში იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი.
2016 წელს იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ასწავლიდა საჯარო გამოსვლების ხელოვნებას.
2015-2019 წლებში იყო საგანმანათლებლო სააგენტოს Cambridge Study ტრენერი.
2015-2018 წლებში იყო სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების Public Relations College – ბერნეისის პიარ კოლეჯის მოწვეული ტრენერი და ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობას და კრიზისების მართვას.
2015 – 2016 წლებში იყო „ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (erickson.edu) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ქოუჩინგის პირველი კომპანიის „გროუინი“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ამავე წლებში იყო „გროუინის“ ასოცირებული ტრენერი.
2014-2015 წლებში იყო ბრენდის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, მარკეტინგული კვლევებისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანიაში ACT.
2012 – 2014 წლებში იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
2011 – 2012 წლებში იყო შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანიის „დია“ დირექტორი. ამავე წლებში მუშაობდა სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში, რომელშიც ეკავა რექტორის თანაშემწის პოზიცია. ამასთანავე, იყო სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს.
2005 – 2007 იყო საკონსულტაციო მომსახურების კომპანია ACT PR-ის უმცროსი პიარ კონსულტანტი და მედია-მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ენები:
ინგლისური, რუსული.
საკონტაქტო ინფორმაცია: kalatozishvili.giorgi@gmail.com
ქართული
English