demo_image

გიორგი გერგაული

ასოცირებული პროფესორი

განათლება:

2013–2016 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2009–2011 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიენიჭა განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით;

2008–2012 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხი;

2004–2008 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიენიჭა ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტ ალტერბრიჯში;

2017 წლიდან დღემდე იკავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალური საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსის თანამდებობას;

2011–2017 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, მათ შორის ფსიქოლოგიური

შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და კვლევების განყოფილების უფროსად;

2022 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU);

2021 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე;

2017–2021 წლებში იყო მოწვეული ლექტორი და შემდეგ ასისტენტ-პროფესორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU);

2009–2011 წლებში მუშაობდა სოციალურ მუშაკად სოციალური მომსახურების სააგენტოში;

2008–2009 წლებში მუშაობდა სოციალურ მუშაკად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რუსთავის რესურსცენტრში.

სხვა წევრები