გიორგი ბაღათურია
პროფესორი გიორგი ბაღათურია
გიორგი ბაღათურიას დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (1970 წ.). სწავლობდა მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკური კიბერნეტიკისა და ინფორმაციის თეორიის დარგში (1976 წ.). სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში და მიიღო „საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების“ ეკონომისტის კვალიფიკაცია (1991 წ.).
ამჟამად გიორგი ბაღათურია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, აგრეთვე სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი, ბიზნეს-კომპანიების კონსულტანტი.
მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა კიბერნეტიკული მეთოდოლოგია სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის ამოცანებში, სტრატეგიული დაგეგმვა და მენეჯმენტი, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების პროგნოზირება, ემპირიული კვლევების მეთოდოლოგია. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. არის სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, 120-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მრავალი საგაზეთო წერილი.