მიმდინარე კვლევები

COST – EUROPEAN COOPERATION IN SCIENCE AND TECHNOLOGY

COST არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კვლევით საქმიანობას ევროპის მასშტაბით. სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებიდან და მიმართულებების მიხედვით ცხადდება ე.წ. Action რომელშიც წევრიანდებიან ევროპელი მეცნიერები და მკვლევრები.

ჩვენ ავარჩიეთ უნივერსიტეტის ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფი Action სახელად: Multi-Disciplinary Innovation (MDI) for Social Change, რომლის მიზანიცაა შექმნას ინოვაციური და მულტიდისციპლინურობის პრინციპზე დაყრდნობილი სასწავლო პროგრამა, რაც პირდაპირ ეხმიანება ალტერბრიჯის მიზანს.
Multi-Disciplinary Innovation (MDI) for Social Change 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ლტერბრიჯიდან ამ ეტაპზე ჩართულია ანი ზურაშვილი.

მთავარი საკვლევი თემებია:
• როგორ შეუძლია უსდ-ს ხელი შეუწყოს მულტი დისციპლინური ინოვაციის (MDI) განვითარებას ეფექტიანი, სამართლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ჩამოყალიბების გზით?
• რომელი აუცილებელი უნარებითა და ცოდნით უნდა აღჭურვოს უსდ-მ საკუთარი სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად?
• რა კუთხით შეუძლიათ სხვადასხვა stakeholders-ებს (აკადემია, კერძო და საჯარო სექტორის ინსტიტუციები) აქტიურად იყვნენ ჩართულნი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებში და მხარი დაუჭირონ MDI კვლევებს.