მრგვალი მაგიდა – პროფესიები საჯარო სამსახურში
2022 წლის 9-10 ნოემბერს, „ალტერბრიჯის“ კვლევითი საქმიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკო ჯაოშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის განხილვებში თემაზე „პროფესიები საჯარო სამსახურში“.
მან წარადგინა მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორის ნათია გოცაძის ავტორობით, კვლევით ცენტრთან ერთობლივად მომზადებული შრომისა და განათლების ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის ფართო მასშტაბური კვლევის ანგარიში – „დასაქმების ბაზრის გამოწვევები და აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები კარგ მმართველობაში“ – Current Trends of the Labor Market and Academic Programs in Good Governance.
აღნიშნული დოკუმენტით დამსწრეთა დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და დისკუსიაც ნაყოფიერად წარიმართა. მოლდოვას, უკრაინის უნივერისტეტებისა და სომხეთის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის წარმომადგენელებმა გამოხატეს მზაობა ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმების გასაფორმებლად. ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასევე გადაწყდა კონსოლიდირებული კვლევითი ანგარიშის გაცნობა ქართული საჯარო სექტორისა და პროექტში ჩართული სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.