მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “ალტერბრიჯი” აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების მესამე მისიის გაძლიერება და საქართველოს მდგრადი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა, რომელშიც ალტერბრიჯს წარმოადგენდა, ვიცე-რექტორი მარიამ დარბაიძე.
პროექტში ჩართულები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭო EFMD (ბელგია), რვა ქართული და სამი ევროპული უნივერსიტეტი. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სწავლა-სწავლებასთან და კვლევასთან ერთად უნივერსიტეტის მესამე მისიის გაძლიერების – საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის საკითხი და ეფექტური მეთოდები.