მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა – სააკრედიტაციო პაკეტის განხილვა
22 ოქტომბერს უნივერსიტეტ ალტერბრიჯში მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, თვითშეფასების სამუშაო ჯგუფის წევრები და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პროგრამის ძლიერი მხარეები და უპირატესობები. შეგახსენებთ, მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის გაძლიერების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს დარგში განვითარებულ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება.
შეხვედრა გაიმართა ინტერატაქტიულ რეჟიმში.