მასკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეხვედრა
12 აგვისტოს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” მასკომუნიკაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეხვედრა გაიმართა.
აქტივობა ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით.
სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი განაგრძობს მასკომუნიკაციის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის მოსამზადებელ და წარსადგენ სამუშაოებს. სწორედ აღნიშნული მიზნით ჩატარდა პერსონალის ინტერაქციული შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს: პროგრამის სტრუქტურა, შესრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოები.