KEI Hospitality Group ალტერბრიჯში
20-21 სექტემბერს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა KEI Hospitality Group-ის წარმომადგენლების ღონისძიებას, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასშტაბური კონფერენციებისა და მასტერკლასების მნიშვნელობას.
სასწავლო და პრაქტიკული შეხვედრების ფარგლებში ჩვენს სტუდენტებსა და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მეტი ესწავლათ SOP-ების, ეფექტურობის მართვისა და KEI Task-Force მოდელის შესახებ, საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში წარმატების საფუძველს ქმნის.
კონფერენციასა და მასტერკლასებს უძღვებოდნენ Les Roches-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი Julia Tokareva და საერთაშორისო ექსპერტი, Les Roches-ის ლექტორი პროფესორი Lars Von Der Wettern.
მადლობა სტუმრებს და KEI Hospitality Group-ს საინტერესო შეხვედრისთვის!
ქართული
English





