საუნივერსიტეტო სტიპენდია ენიშნება ალტერბრიჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის და სამართლის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტ(ებ)ს სემესტრულად (6 თვის განმავლობაში), პროგრამაზე სწავლის მესამე სემესტრიდან.

სტიპენდიის დანიშვნის მთავარი კრიტერიუმია სტუდენტის რეიტინგი – სემესტრული მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი. სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია, სტუდენტის მიერ სემესტრში არანაკლებ 30 კრედიტის დაგროვება და „A” (91 – 100 ქულა) შეფასება ყველა სასწავლო კომპონენტში.

სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების დადგენა და სტიპენდიის გაცემა ალტერბრიჯში იწარმოებს სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე.

სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების დადგენა და სტიპენდიის გაცემა ალტერბრიჯში იწარმოებს სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე.

სტუდენტთა აკადემიური მაჩვენებლის შემოწმების შემდეგ შეირჩევა საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტები და მათი მონაცემები წარედგინება რექტორს. რექტორი გამოსცემს ბრძანებას ამ სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რამდენიმე თანაბარქულიანი სტუდენტი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, ადგილობრივ და საუნივერსიტეტო კონფერენციებში, სპორტულ ან სახელოვნებო აქტივობებში, კონკურსებში).

ასევე, სტიპენდიის გაცემისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სტუდენტის სოციალური მდგომარეობა (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  სტუდენტი, ობოლი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი და სხვ.). რექტორის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ იმ პირველკურსელ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ამავდროულად, რეგისტრაციისას, პირველი პრიორიტეტი მიანიჭეს სასწავლო უნივერსიტეტის სკოლას/პროგრამას.

ასეთი სტუდენტებისათვის სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ნორმატიული აქტით. ამასთან, პირველკურსელი სტუდენტი კარგავს სტიპენდიის მიღების უფლებას, თუ მისი სწავლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი 91-ზე ნაკლებია. სტიპენდია სტუდენტს უწყდება პირადი განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი.