საცხოვრისი – ადამიანის უფლება და არა პროდუქტი
2020 წლის პირველ ივლისს, ალტერბრიჯის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჭანტურია „ქროსთოქის“ ფარგლებში ესაუბრა გლობალური მოძრაობა The SHIFT-ის დამფუძნებელს და გლობალურ დირექტორს ლეილანი ფარჰას, რომელიც 2014-დან 2020 წლის 30 აპრილამდე პერიოდში წარმოადგენს გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ადეკვატური საცხოვრისის საკითხებზე. სასკია სასენთან, ჯოზეფ შტიგლიცთან და რობერტო სავიანოსთან ერთად ის გახლავთ დოკუმენტური ფილმ The PUSH-ის მთავარი მონაწილე. ლეილანმა ისაუბრა, უსახლკაროთა პრობლემების შესახებ, რაც მთელ მსოფლიოს მასშტაბით ერთერთი მტკივნეული თემაა. ასევე შეეხო მიგრანტების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ მხრივ კრიზისი პანდემიის დაწყებამდე უკვე შეინიშნებოდა. ეკონომიკური დესტაბლიზაცია ცხადია ამწვავებს საცხოვრისთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც თავის მხრივ უკავშირდება ჯანმრთელობას, უსაფრთოხებასა და ზოგადად, სიცოცხლეს. ლეილანმს გააზიარა თავისი გამოცდილება საინტერესო მიდგომებსა და იმ შესაძლებლობაზე, რასაც სთავაზობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას, ქალაქების დონეზე როგორ დაინერგოს ახალი ხედვა საცხოვრისის უფლებებათა მოსაგვარებლად.