საჯარო მოხელის პროგრამები

საჯარო მოხელის პროგრამები

2021 წელს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ საჯარო დაწესებულებებს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებულ საბაზისო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამები შემუშავებულია „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების მიხედვით.

პროგრამების აკრედიტაცია განხორციელდა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის ბოლოს, რაც ალტერბრიჯს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებაში და შესთავაზოს საჯარო სექტორს ისეთი სავალდებულო საბაზისო პროგრამები, როგორიცაა: „მოხელის მენეჯერული უნარები” და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება”.

მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროება წარმოადგენს მოხელის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარების საფუძველს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება და საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირება.

მოხელის მენეჯერული უნარები

II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა

პროგრამა ,,მოხელის მენეჯერული უნარები“ პროგრამა განკუთვნილია I და II რანგის – მაღალი და საშუალო მმართველობითი დონის მოხელეებისთვის, შედგება – 5 ძირითადი კურსისგან და ორიენტირებულია მენეჯერული, მმართველობითი და ლიდერული კომპეტენციების განვითარებაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა: 36 საათი

კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
  • სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი
  • ცვლილებების/ სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი
  • თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი
  • მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი
  • გუნდის განვითარების უნარი
  • პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება

IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა

პროგრამა ,,პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი” პროგრამა განკუთვნილია III და IV რანგის უფროსი და უმცროსი სპეციალისტის დონის მოხელეებისთვის, შედგება – 4 ძირითადი კურსისგან და ორიენტირებულია ზოგადი კომპეტენციებისა და რბილი უნარების (Soft skills) განვითარებაზე.

პროგრამის ხანგრძლივობა: 24 საათი

კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომპლექსური აზროვნება
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ინფორმაციის შეგროვება-გაანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი

გუნდის გამოცდილება საჯარო სექტორში

დონორ  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (NDI, GIZ, USAID, UNICEF, UNDP) მრავალწლიანი თანამშრომლობის პრაქტიკა.

  • საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების პროფესიული გადამზადება ზოგადი მენეჯმენტის უნარებში
  • საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტების თანამშრომელთა გადამზადება კომუნიკაციის უნარ-ჩვევებში და კორპორაციული ურთიერთობების მართვაში.
  • პარლამენტის ფრაქციების წარმომადგენელთა ვორქშოპი გუნდურობაში.
  • საკრებულოს ქალი წევრების გადამზადება ინტერპერსონალური სოციალური ქცევის ანალიზსა და კომუნიკაციაში
  • საჯარო მოხელეთა პროფესიული მომზადების პროგრამებისთვის გზამკვლევების შემუშავება, რეკომენდაციების შემუშავება ონლაინ ტრენინგის კონტენტის შექმნის მიმართულებით.
  • რუსთავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების გადამზადება საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
  • იმუნიზაციის კომუნიკაციისთვის მასტერ ტრენერების გადამზადება. კომუნიკაციის სახელმძღვანელოს შემუშავება
  • ვორკშოფი საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.
  • სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელებისთვის ფორუმის ფარგლებში მასტერკლასები პრაქტიკული უნარების გასამყარებლად

II და I რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო სასწავლო პროგრამა − მოხელის მენეჯერული უნარები

IV და III რანგის მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამა პიროვნული და პროფესიული

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამისსწავლის შედეგების შეფასების წესი

საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამის მართვის წესი