სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღების პროცედურა

საბუთების მიღება ხორციელდება 20 აგვისტო -11 სექტემბრის 11:00-დან 19:00 საათამდე.

სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს რექტორის სახელზე დაწერილ განაცხადთან ერთად შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) ასლი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან (www.naec.ge )
  • სამოტივაციო წერილი
  • 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი ცნობა (eqe.ge).

საბუთების წარმოდგენის შემდეგ წარმატებით უნდა გაიაროთ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული ტესტი ინგლისურ ენაში და სასპეციალიზაციო წერითი გამოცდა.

ინგლისურ ენაში ტესტური გამოცდა ჩატარდება 17 სექტემბერს

სასპეციალიზაციო წერითი გამოცდა ჩატარდება 22 სექტემბერს

რექტორის სახელზე დაწერილი განაცხადი (იხილეთ ფორმა) და მოთხოვნილი დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში მისამართზე: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი, #67 ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე:  info@alterbridge.edu.ge