დეკანის მიმართვა

მოხარული ვარ მოგესალმოთ სამართლისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სკოლის სახელით.

საწყის ეტაპზე გთავაზობთ 2 საბაკალავრო პროგრამას: სამართალმცოდნეობისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობებით და სამაგისტრო პროგრამას სტრატეგიულ კომუნიკაციებში.

სასწავლო პროცესებსა და კვლევით-შემოქმედებით საქმიანობას წარუძვებიან გამოცდილი პროფესიონალები, ფართო აღიარების მქონე წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევარები, რომლებსაც აქვთ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში, ასევე სამართალში (პრაქტიკოსი იურისტები, კანონშემოქმედნი). ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან, მსოფლიო რანგის საგანმანათებლო დაწესებულებებთან, ვმონაწილეობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განათლებისა და კონრეტული დარგის განვითარებაში.

ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა გაგიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რასაც თქვენ წარმატებით გამოიყენებთ საკუთარი პიროვნული თუ პროფესიული ზრდისა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, პროფესიონალთა გუნდის ინდივიდუალური მიდგომები და განათლების სფეროში დაგროვილი მრავალწლიანი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს მოგცეთ სწორი გეზი და ადვილად აუღოთ ალღო სასწავლო კურსების სპეციფიკას, დაეუფლოთ ყველა საჭირო უნარ-ჩვევას, რათა იპოვოთ საკუთარი შესაძლებლობები და სწორი რეალიზებით მარტივად მოერგოთ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

გარწმუნებთ, თქვენი სახით საზოგადოება შეიძენს მრავალმხრივ განათლებულ, თავდაჯერებულ, კომპეტენტურ პიროვნებებს. მთავარია თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა. ჩვენ გახვედრებთ თანამედროვე დიზიანის კომფორტულ სასწავლო გარემოს და საინტერესო ლიტერატურას დამოუკიდებელი მუშაობისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

გვჯერა, ერთად შევიტანთ წვლილს ჯანსაღი მომავალი თაობების ჩამოყალიბებასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

dekani-circle
სკოლის დეკანი

ეკატერინე ბაკარაძე