რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!

  • ჩვენს ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო სივრცეში შეძლებ აღმოაჩინო „ალტერნატიული მე“
  • საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებ კომპეტენტური, მოტივირებული ლექტორებისგან
  • შენი სწავლა-განვითარებისთვის შექმნილია ულტრა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეკომეგობრული გარემო – სიმწვანე, სუფთა ჰაერი, კომფორტული მისასვლელი გზა;
  • პიროვნული თვითრეალიზებით გაქვს შანსი გააფართოვო ხიდი მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის;
  • სამეცნიერო-შემოქმედებით კვლევებში აქტიური ჩართულობით მოიპოვებ დამატებით სარგებელს დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.

საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გეცოდინება მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის ტექნოლოგიები და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით ადამიანთა ქცევის ცვლილებები. მიღებული ცოდნის რეალიზებით შეძლებ შეიმუშავო ინდივიდუალური მიდგომა დაინტერესებულ მხარეებთან საურთიერთობოდ და შეაფასო მასმედია საშუალებებით გაშუქებული მოვლენა თუ კონკრეტული სიუჟეტი

სტრატეგიული კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შედეგად გექნება სისტემური ცოდნა სტრატეგიულ მართვაში ინტერპერსონალური კომუნიკაციის როლის შესახებ, პრაქტიკული უნარები საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოლაპარაკების საწარმოებლად. გამოცდილების გაღრმავებით შეგიძლია დაგეგმო, განახორციელო და შეაფასო ბრენდის წარმოსაჩენი ღონისძიება, დროულად მოახდინო რეაგირება კრიზისულ ვითარებაში, დამოუკიდებლად შეიმუშავო და არგუმენტირებულად დაასაბუთო PR სტრატეგია.
და რაც მთავარია, გააცნობიერებ საავტორო უფლებათა დასაცავად პირად პასუხისმგებლობას, ინფორმაციის გავრცელებაში ობიექტურობას და მიუკერძოებლობას