რექტორის შეხვედრა სტუდენტურ პარლამენტთან
2020 წლის 5 ივნისს ალტერბრიჯის რექტორმა ნათია გოცაძემ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისთვის ჩაატარა ონლაინ სემინარი თემაზე თვითშეფასება და თვითრეალიზაცია.
შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია გაეცნო საინტერესო პრეზენტაციებს. სხვადასხვა შემეცნებით აქტივობების დახმარებით სტუდენტ პარლამენტარებმა უკეთ გააცნობიერეს თვითრეალიზაციის არსი, რომელიც აუცილებელი პირობაა დასახული მიზნების მისაღწევად. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ამავე ადმინისტრაციის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები.