ალტერბრიჯსა და Adizes Graduate School-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16 ნოემბერს ალტერბრიჯმა და Adizes Graduate School-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობას, რომელიც მოიცავს: სასწავლო პროგრამების, კვლევითი პროექტების, კონფერენციების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას; თანამშრომლობას საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Adizes Graduate School-ი 1994 წელს კალიფორნიაში (აშშ) დაარსდა. მისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფოკუსირებულია ლიდერობის, ცვლილების და კომპლექსური სისტემების მენეჯმენტის სწავლებაზე. სასწავლებელი ამზადებს ლიდერებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და ფლობენ უნარს, ეფექტურად მართონ ორგანიზაცია განსაკუთრებით რთულ, ცვალებად გარემოში.