ქართული კულტურის დღეები – ერევანი 2022
“ქართული კულტურის დღეები – ერევანი 2022” პროექტის ფარგლებში, 16 თებერვალს ალტერბრიჯის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი – ნაზი ბიბიჩაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენელი – სოფო ქვარცხავა მიემგზავრებიან ერევანში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში. მოინახულებენ ერევანს და დაესწრებიან ტრენინგს „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო – პერსპექტივები და გამოწვევები“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება.