„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ არის უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ მიერ დაარსებული ელექტრონული, რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ემსახურება კვლევითი კულტურის გაძლიერებას, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და საუნივერსიტეტო სამეცნიერო შედეგების პოპულარიზაციას.
ჟურნალი წარმოადგენს უნივერსიტეტის მისიის განუყოფელ ნაწილს – „დამაკავშირებელ ხიდს მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“. ის ეფუძნება ალტერბრიჯის ტრანსფორმაციული განათლების კონცეფციას, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ ცოდნას, ლიდერულ უნარებს, ეთიკურ ღირებულებებსა და ინკლუზიურ მიდგომებს.
მიზანი და მნიშვნელობა
· ალტერბრიჯის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევითი კომპეტენციის გაძლიერება;
· ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა კვლევით საქმიანობაში;
· საუნივერსიტეტო კვლევების შედეგების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში და საზოგადოების განვითარების წახალისება.
ქართული
English