საერთაშორისო სტუდენტების მიღება

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,ალტერბრიჯი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება თავისუფლდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისგან.
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,ალტერბრიჯი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ენის კომპეტენციის დადგენის მიზნით გადიან გასაუბრებას კონკრეტული პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად; დაშვების წინაპირობებად შესაძლოა განისაზღვროს ენის კომპეტენციის დამდგენი დოკუმენტის აღიარების აუცილებლობა, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე დამატებით სავალდებულოა სასპეციალიზაციო გამოცდის ჩაბარება.