პროექტი – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) (ERIC-GE) 2025

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსის გამარჯვებული გახდა.

პროექტი – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) – ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას.

პროექტი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს კონსორციუმის მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, აკადემიური პერსონალის კვლევითი პოტენციალის განსავითარებლად, ახალგაზრდა მკვლევრების მოსაზიდად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად.

 

პროექტი „მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის – Teachers as the Bridge to Better Citizens” (TBBC)

 

პროექტი „მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის“ უნივერსიტეტ ალტერბრიჯში აშშ საელჩოს მხარდაჭერით 2024 წელს განხორციელდა. პროექტი ახლებურად განსაზღვრავს მასწავლებლის, როგორც ლიდერის, ცვლილებების ინიციატორის და ეფუძნება ალტერბრიჯის მისიას – განათლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკავშირებას. იგი შემუშავებულია საჭიროებების შეფასებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე და სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებელთა განვითარების პროფესიულ სტანდარტებთან.

პროექტში ჩართული იყო 39 კერძო სკოლა სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან, რაც ქმნის საფუძველს მისი გავრცელებისა და განათლების რეფორმებში ინტეგრაციისთვის.