უნივერსიტეტი ალტერბრიჯი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც უნივერსიტეტის უწყვეტი განვითარების და ხარისხიანი განათლების მიწოდების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.
ამ მიზნით, უნივერსიტეტი აძლიერებს სასწავლო პროგრამებში უცხოენოვანი კომპონენტების ინტეგრირებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ავითარებს ერთობლივ პროგრამებს და ხელს უწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობას.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ალტერბრიჯის პროგრესისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების მყარ საფუძველს ქმნის.
ქართული
English