ინფორმაცია შიდა საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ
ინფორმაცია შიდა საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯის“ კვლევითი საქმიანობის ცენტრი აცხადებს კონკურსს 2022-2023 სასწავლო წელს შიდა საგრანტო პროექტზე დაფინანსების მოსაპოვებლად.
ალტერბრიჯის მიერ გამოცხადებული შიდა საგრანტო კონკურსის მიზანია:
- დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური კვლევისა და შემოქმედებითობის წახალისება.
- სასწავლო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.
- საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციის გამოქვეყნების მოტივირება.
საგრანტო კონკურსის თემატიკა ეხება განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს, მათ შორის:
- საქართველოში ახალგაზრდობის განათლებისა და დასაქმების საკითხები
- განათლების ფუნქციური როლი საზოგადოების განვითარებაში
- პოსტპანდემიური მოვლენების გავლენა სწავლების ხარისხზე
შიდა საგრანტო კონკურსზე განაცხადები მიიღება 2022 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე. ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება ალტერბრიჯის საიტზე. კონკურსის ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი განხილვას არ ექვემდებარება.
საკონკურსო წესით შერჩეული პროექტის განხორციელების პერიოდია 2022 წლის 10 ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე განხილვადია ვადის გაზრდის შესაძლებლობა.
შიდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5000 ლარს, რაც გაიცემა საკონკურსო პირობებისა და ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის დაფინანსების წესში მოცემული რეგულაციების დაცვით. განხილვადია, როგორც ერთი კონკრეტული მიმართულებით წარმოდგენილი პროექტის / ინიციატივისთვის აღნიშული თანხით სრული დაფინანსება, ასევე, პროექტების აქტუალობის მიხედვით თანხის გადანაწილება.
საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს რექტორის ბრძანების საფუძველზე არჩეული საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით კომისიის შემადგენლობაში არ შედიან კონკურსის მონაწილე პირები.
პროექტზე მომუშავე ჯგუფს წარმოადგენს პროექტის ხელმძღვანელი, ძირითადი / დამხმარე პერსონალი ან/და ახალგაზრდა მკვლევარი. პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, ალტებრიჯთან აფილირებული პირი, რომელიც უხელმძღვანელებს პროექტის მომზადება-რეალიზებას. პასუხისმგებელი იქნება პროექტის სამეცნიერო შედეგებზე; პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე; პროექტის ეფექტიან მართვაზე; ძირითად პერსონალს შეიძლება წარმოადგენდეს ალტერბრიჯთან არააფილირებული პირი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი. დამხმარე პერსონალი უნდა იყოს სასწავლო უნივერსიტეტში დასაქმებული პირი. პრიორიტეტი ენიჭება მინიმუმ 1 სტუდენტის ჩართვას, რომლის ფუნქციებს ადგენს პროექტის ხელმძღვანელი. განხილვადია მხოლოდ ის განაცხადი, რომელშიც მონაწილე პირთა 70% არის ალტერბრიჯის აფილირებული აკადემიური პერსონალი. დასაშვებია შემსრულებელთა ჩანაცვლება კვლევითი საქმიანობის ცენტრთან შეთანხმებით.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
- კვლევის აქტუალობა, პროექტის მიზნობრიობა და ამოცანები – 30 %
- მოსალოდნელი შედეგები და მდგრადობა – 30 %
- პროექტით გათვალისწინებული რესურსების ეფექტიანობა 20 %-
- პროექტში ჩართული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია 20%
დაფინანსების პირობები
პროექტის დაფინანსება / თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით – პირველ ეტაპზე წარდგენილი უნდა იყოს პროექტის დეტალური ბიუჯეტი, დაფინანსება მოხდება ტრანშებად შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.
პროექტში ჩართული პერსონალის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის სრული ბიუჯეტის 70%-ს. პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი / მასალა რჩება სასწავლო უნივერსიტეტის საკუთრებაში.
ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელი ფინანსურ დირექტორს წარუდგენს შუალედურ / დასკვნით ანგარიშებს. პროექტის ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე განხილვადია ვადის გახაგრძლივება ან დამტკიცებულ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილების შეტანა, რაც ხორციელდება რექტორის ბრძანებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ვალდებულია წარმოადგინოს:
- განცხადება რექტორის სახელზე (თანდართული ფორმის შესაბამისად დანართი N1);
- პროექტში მონაწილე პირების რეზიუმეები;
- პროექტის აღწერა და განხორციელების გრაფიკი (დანართი);
- პროექტის ბიუჯეტი (ექსელის ფორმატში).
გთხოვთ, დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – a.tsiklauri@alterbridge.edu.ge