ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, მართვისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე – პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით:
1. მიმართულება ფსიქოლოგია:
ა) პროფესორი – სამი ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი – ოთხი ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი – სამი ვაკანსია;
აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო კრიტერიუმები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა.) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის
გამოცდილება;
ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით
გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო
პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის)
შემუშავების გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა.) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება;
ბ.) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის
მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს
სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
გ.) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის)
შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის
მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო
პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის)
შემუშავების გამოცდილება.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს
შემდეგი საბუთები:
1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და
აკადემიური თანამდებობის მითითებით, სასწავლო უნივერსიტეტის მიერ
შემუშავებულ ფორმატში.
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), სასწავლო
უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ფორმატში.
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო
დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების
შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
5. პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
6. საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან
მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
7. შესაბამისი სასწავლო კურსების/კომპონენტის სილაბუსები (ელექტრონული
ვერსია);
8. ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.
1. კონკურსის პირველი ეტაპი ¬ საბუთების გადარჩევა 2022 წლის 2-3 ივნისი.
2. კონკურსის მეორე ეტაპი ¬ საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის
8-9 ივნისს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება
კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
3. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2022 წლის 10 ივნისი.
4. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2022 წლის 13,14 ივნისი.
5. ააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2022 წლის 17 ივნისი.
6. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 20 ივნისი.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 555 554 093
დანართი N1 – კონკურანტის განცახადება