ინფორმაცია აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი„ალტერბრიჯი“,
მართვისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური
თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ვაკანსიებზე – პროფესორი, ასოცირებული
პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი, დასაკავებლად მიმართულებების მიხედვით:
- მიმართულება მასკომუნიკაცია/ჟურნალისტიკა:
ა) პროფესორი-ერთი ვაკანსია
ბ) ასოცირებული პროფესორი – სამი ვაკანსია;
ბ) ასისტენტ-პროფესორი – ოთხი ვაკანსია;
გ) ასისტენტი – ოთხი ვაკანსია.
- მიმართულება ფსიქოლოგია:
ა) პროფესორი – ერთი ვაკანსია;
ბ) ასოცირებული პროფესორი – სამი ვაკანსია;
გ) ასისტენტ-პროფესორი – ხუთი ვაკანსია;
დ) ასისტენტი – სამი ვაკანსია.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო მოთხოვნებს:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული და გამოქვეყნებული არანაკლებ ორი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- აქტუალური სამეცნიერო პუბლიკაციები – კონკურსანტის მიერ არჩეული შესაბამისი დარგის თემატიკით – უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შესრულებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია.
ასისტენტ-პროფესორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ასისტენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- დოქტორანტის აქტიური სტატუსი.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე შერჩევის კრიტერიუმებია:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.
- ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით) (იხ. დანართი N1);
- კონურსანტის ანკეტა ქართულ ენაზე (როგორც ელექტრონულად ასევე, ბეჭდური სახით) (იხ. დანართი N2);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 3×4 ზომის 2 ც. ფოტო (როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით);
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი (შესაძლოა წარმოდგენილი იყოს შრომის წიგნაკის ჩანაწერების სახით);
- საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები/ ;
- უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
- ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა”.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 5-დან 9 ივლისის ჩათვლით.
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2021 წლის 13 ივლისი;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2021 წლის 15 ივლისი;
- კონკურსანტების ტესტირება ინგლისურ ენაში (მათთვის ვისაც ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ) 2021 წლის 16 ივლისი;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 19 ივლისი;
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის
განცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად:
ელ. ფოსტა: info@alterbridge.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 555 554 093