I ალტერბრიჯელებს I წლის სწავლა 100%- ით დაუფინანსდათ
სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ გუნდმა სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტებს, ვინც გაბედული არჩევანი გააკეთა და სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები შიდა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა: ცხრავე მაგისტრანტს პირველი წლის სწავლების საფასური სრულად დაუფინანსა. პოტენციური სტუდენტებისთვის გაზაფხულიდან დაწყებული საკომუნიკაცია კამპანია სახელწოდებით „გაბედე“ ყველას მოუწოდებდა თამამად გადაედგა გაბედული ნაბიჯი „ალტერბრიჯისკენ“. წინასწარ არავინ იცოდა, რას გულისხმობდა კამპანიის მოწოდება, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა ქონდა: „თუ არ გაბედე, არ გეცოდინება რა მოხდება…“ ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით „ალტერბრიჯმა“ ნათლად წარმოაჩინა თავისი მისია, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთნდობის გამოვლენას, დაფასებას და თვითრეალიზებისთვის ფართო ასპარეზის შეთავაზებას.