HR ფორუმი „ადამიანური რესურების მნიშვნელობა და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი“
2022 წლის 29 ოქტომბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” და “იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა HR ფორუმი „ადამიანური რესურების მნიშვნელობა და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი“ სადაც უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდა ალტერბრიჯის ხარისხის სამსახურის უფროსი – მარიამ დარბაიძე.
ფორუმზე განიხილეს შემდეგი თემები:
- ადამიანური რესურსების მნიშვნელობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- ადამიანური რესურსის შერჩევის ტექნიკები;
- შრომითი უფლები და მათი დაცვის სტანდარტი. შეხვედრას უძღვებოდნენ მომხსენებლები:
- ნანა ყუფუნია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე;
- მარიამ დარბაიძე – უნივერსიტეტი ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი;
- ქეთევან ქოქრაშვილი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
- ნინო ბაქრაძე – პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი /ტრენერი;
- თამარ კუნჭულია – HR Solutions-სის დამფუძნებელი და ACCOR-ის ჯგუფის ტალანტებისა და კულტურის მენეჯერი;
- თამარ ხაჟომია, თბილისის საქალაქო სასამართლოს “სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის” მოსამართლე;
- ხატია არდაზიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე.